Thumbnail

ბელარუსში სავარაუდოდ ფეხბურთელიც დაავადდა - მინსკში ტესტის პასუხს ელოდებიან

ბელარუსის ჩემპიონატში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არ შეწყვეტილა, დაავადების ნიშნები ერთ-ერთ ფეხბურთელს გამოუვლინდა. საუბარია მინსკის მოთამაშეზე, რომლის ვინაობა არ სახელდება. ტესტირების პასუხები მოგვიანებით იქნება, იქამდე კი გუნდმა ვარჯიშის პროცესი შეწყვიტა.

მინსკის პრეზიდენტი იგორ შლოიდო ადგილობრივ მედიას ესაუბრა: 

"სამწუხაროდ, არსებობს ეჭვი, რომ ერთ-ერთ ჩვენს მოთამაშეს კორონავირუსი აქვს. მისი მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ არის სიმპტომები და ჩატარდა ტესტი, რომლის პასუხს ველოდებით. ვარჯიში გადადებულია, ხვალ იგეგმება ყველა იმ პირის გამოკვლევა, ვისაც მთავარ გუნდთან ურთიერთობა აქვს".

ბელარუსის ჩემპიონატის მატჩები საინტერესო არამხოლოდ ადგილობრივებისთვისაა

 ბელარუსის პირველობა, სადაც ქართველი ლეგიონერებიც გამოდიან, უეფას ერთადერთი ტურნირია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა. გასული 8 ტურის შემდეგ, მინსკი 10 ქულით ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრის გამართვა კი გუნდს 15 მაისს, ნემანთან უწევს, რომლის ღირსებას გიორგი ქანთარია იცავს.

ბოლო მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსული ინფექციით 22 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 131 შემთხვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები