Thumbnail

საფრანგეთში მოთამაშეები გაფიცვაზე ფიქრობენ - ლიგა 1-ის პრობლემები

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ლიგა 1-ის ნაადრევად დასრულება იურიდიულად ბევრ პრობლემას ქმნის
  • ამიენი და ლიონი სასამართლოში ჩივიან, ტულუზას გაფიცვის ორგანიზება სურს

საფრანგეთში ჩემპიონატის ნაადრევი შეწყვეტა ადგილობრივ ფეხბურთს ბევრ პრობლემას უქმნის. პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება იურიდიულად კარგად გამართული არ არის და ეს კლუბებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს მიმართონ.

მაგალითად, ასე გადაწყვიტეს მოქცევა ამიენმა და ლიონმა. ამიენს ამჟამინდელი ცხრილით დაქვეითება ემუქრება, ლიონს კი ევროთასებზე ბრძოლისთვის უფრო მაღალი ადგილის დაკავება სურს. ამჟამინდელი შედეგების საბოლოოდ გამოცხადება კი ორივე მათგანს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ამიენმა გულშემატკივრებს შორის სეზონის განახლების მოთხოვნით პეტიციაც დაიწყო.

ტულუზას სხვა გზით წასვლა სურს და მიიჩნევს, რომ შემდეგ სეზონში ლიგა 1-დან არავინ უნდა გავარდეს,  22 გუნდი უნდა შენარჩუნდეს და თუ ეს ასე არ მოხდა, უკეთესი მოთამაშეთა გაფიცვის ორგანიზება იქნება.

ჩემპიონატის ნაადრევი დასრულების გამო, დაზარალებული კლუბების გაფიცვა ფედერაციაზე ზეწოლისთვის ეფექტური საშუალება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები