Thumbnail

კოუტინიოს შემდეგ ბეილიც - ნიუკასლი პრემიერლიგას უელსელსაც უბრუნებს?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ინგლისური კლუბი მზადაა გარეთ ბეილს წელიწადში 17 მილიონი გადაუხადოს
  • 30 წლის უელსელ ფეხბურთელს რეალიდან წასვლა უკვე დიდი ხანია სურს

მას შემდეგ, რაც ინგლისური ნიუკასლი საუდის არაბეთის პრინცის მოჰამედ ბინ სალმანის მფლობელობაში მყოფმა ფონდმა შეიძინა, პრემიერლიგის კლუბს არაერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავს უკავშირებენ.

მცირე ხნის წინ ნიუკასლში ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერის შესახებ დაიწერა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი მაურისიო პოჩეტინიოს განიხილავენ, ხოლო ახლა “კაჭკაჭების” ინტერესის სფეროში 30 წლის უელსელი გარეთ ბეილი მოექცა. 

ესპანური MARCA-ს ცნობით, ნიუკასლი მზადაა მადრიდის რეალის ფეხბურთელის მადა დააკმაყოფილოს და მას იმდენი გადაუხადოს, რაც “სამეფო კლუბში”, ეს კი, წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ევროა.

ვარაუდობენ, რომ ტრანსფერი 20 მილიონ ევრომდე დაჯდება და უელსელის გაყიდვის წინააღმდეგი არც რეალი იქნება, რადგანაც სახელფასო ფონდში სოლიდურ თანხებს გამოანთავისუფლებს.

საინტერესოა, რომ 2019 წლის 30 ივნისამდე ბეილის ტრანსფერის თაობაზე პირველი წინადადება მის ყოფილ კლუბ ლონდონის ტოტენჰემს ეკუთვნოდა, თუმცა, ახლა მადრიდელებს არანაირი შეზღუდვა აღარ აწუხებთ.

ცნობისთვის, გარეთს რეალთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს. უელსელს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 14 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები