Thumbnail

'ჩვენც ადამიანები ვართ' - ბრაიტონის მესამე ფეხბურთელს ვირუსი დაუდგინდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • უსაფრთხოების ზომებმა არ გაამართლა
  • კლუბში უკვე 3 ინფიცირებული მოთამაშეა...

ბრაიტონის მესამე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, მოთამაშე, რომლის ვინაობაც უცნობია 14 დღიან კარანტინში გადაიყვანეს. გუნდი კი განაგრძობს საწვრთნელ პროცესს ინდივიდუალურად კლუბის ბაზაზე.

დანარჩენ 2 მოთამაშეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა. "რა არ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი კიდევ ერთი ფეხბურთელი დაინფიცირდა." - ამბობს ბრაიტონის დირექტორი - პოლ ბარბერი სკაი სპორტსთან მიცემულ ინტერვიუში.

ამ ფაქტს ტვიტერზე ნორვიჩის ნახევარმცველი და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე - ტოდ ქანთველი გამოეხმაურა "ჩვენც ადამიანები ვართ" - წერს ტვიტერზე 22 წლის შემტევი ნახევამრცველი.

კომენტარები

ბოლო ამბები