Thumbnail

მარკიზიო: ნულოვან რისკს თუ ველით, ფეხბურთს ვერასდროს ვითამაშებთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო დარწმუნებულია, რომ იტალიაში ფეხბურთი უნდა დაბრუნდეს და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი.

"იტალიაში შეზღუდვებს ამსუბუქებენ, ამის მიზეზი კი ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილებაა. ამბობენ, რომ ხალხი სამსახურებს უნდა დაუბრუნდეს, რადგან ისინი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი, თუმცა, რატომღაც აღნიშნული ფეხბურთს არ ეხება. როგორც ჩანს, ჰგონიათ რომ საფეხბურთო სამყარო მხოლოდ მილიონერი ფეხბურთელებისგან შედგება. ძალიან ბევრი მოთამაშეა ქვედა ლიგებში, რომლებსაც დაბალი ხელფასი აქვთ და დღეს, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. ფეხბურთში კიდევ უამრავი პროფესიის ადამიანია დასაქმებული: ექიმები, მასაჟისტები, მზარეულები და ისინიც ურთულეს მდგომარეობაში არიან. თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ფაბრიკაში დასაქმებული ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე - საფეხბურთო კლუბში, ძალიან ცდებით. თან გაუგებარია რას ველით: მაშინ დავიწყებთ ფეხბურთის თამაშს, როდესაც დაინფიცირების ნულოვანი რისკი იქნება? ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ ფეხბურთს ვერასდროს ვითამაშებთ".

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით უკვე 219 00 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 105 186-ია, 30 560 კი გარდაიცვალა. მსოფლიოში ვირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, 280 000-ზე მეტი კი გარდაცვლილი.

სერია A პანდემიის გამო მარტის შემდეგ გაჩერებულია და სავარაუდოდ, ივნისში განახლდება. შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატს პირველი გერმანია განაახლებს. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით დაბრუნდება, რომლის ცენტრალური მატჩი რურის დიდი დერბია დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის.

კომენტარები

ბოლო ამბები