Thumbnail

არსენ ვენგერი: მესის და რონალდოს შემდეგ ფრანგების ჯერი დადგება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • არსენ ვენგერს სამომავლოდ თანამემამულეების დიდი იმედი აქვს
  • არსენალის ექს-თავკაცის აზრით, კილიან მბაპეს გამორჩეული თვისებები აქვს

არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს დაღმასვლა დაეწყებათ და კარიერას დაასრულებენ, ფრანგი ფეხბურთელების დრო დადგება.

"მესი და რონალდო ფენომენალურები არიან, თუმცა სამუდამოდ ვერ ითამაშებენ. დადგება ის დრო, როდესაც დაღმასვლა დაეწყებათ და შემდეგ, კარიერასაც დაასრულებენ. ვფიქრობ, შემდეგ წინა პლანზე ფრანგი ფეხბურთელები გამოვლენ, მთავარი იმედი კი, რა თქმა უნდა, კილიან მბაპეა. ის 21 წლის არის და უკვე საოცრად თამაშობს, მაგრამ კიდევ შეუძლია მომატება. საფრანგეთში ბრწყინვალე თაობა მოდის, ძალიან ბევრი ტალანტია და ჩემი ვარაუდიც ამას ეფუძნება. ცხადია, არ მავიწყდება ნეიმარი, რომელიც თუ  ძველ ფორმას დაიბრუნებს, საუკეთესო იქნება," - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საფრანგეთში ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა, ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან კი ჩემპიონატს პირველი გერმანია განაახლებს. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით განახლდება, რომლის ცენტრალური მატჩი რურის დიდი დერბია დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები