Thumbnail

‘ამ ადამიანებს ვეღარ ვიტან’ – შაკი სეზონის გაუქმების მომხრეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

წარსულში ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა შაკილ ო’ნილმა NBA-ს ხელმძღვანელობას მოუწოდა, სეზონი დასრულებულად გამოაცხადოს. შაკის თქმით, ტყუილად იქმნება ილუზია, რომ თამაშების განახლება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

“სეზონი ვადაზე ადრე უნდა დასრულდეს. მთავარია, იმ მიმართულებით ვიმოძრაოთ, რომ კალათბურთელების უსაფრთხოება იქნას დაცული. აცადეთ მთავრობას ბოლომდე გაერკვეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ კორონავირუსი საბოლოოდ იქნას დამარცხებული. უკვე ვეღარ ვიტან იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სეზონის გაგრძელება ჯერ კიდევ შესაძლებელია”.

შეგახსენებთ, რომ შაკილ ო’ნილი 1992 წლის დრაფტის პირველ ნომრად ორლანდო მეჯიქმა აირჩია, 1996 წელს კი ლოს ანჟელეს ლეიკერსში გადაბარგდა, სადაც NBA-ს ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. შემდეგ შაკი მაიამი ჰითშიც თამაშობდა, სადაც 2006 წელს საჩემპიონო ბეჭედი კიდევ ერთხელ მოიგო.

მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, NBA-ში მატჩები მარტში შეწყდა, აშშ კი, კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყანათა რიგში პირველ ადგილზეა. იქ უკვე 1 347 318 ადამიანია ინფიცირებული, 80 040 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები