Thumbnail

რამოსის აღიარება - დინამო ბათუმის ყოფილი მოთამაშე ბელარუსში თვის ფეხბურთელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჟოდინოს ტორპედო-ბელაზ-ის ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ რამოსი ბელარუსის ჩემპიონატის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მედიის გამოკითხვაში დინამო ბათუმის ექსფორვარდმა 48 შესაძლებელიდან 31 ქულა აიღო. მან ბელარუსის ჩემპიონატის 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გაბრიელმა დინამო ბათუმის მაისურით ეროვნული ლიგის 35 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 

დღეს ბელარუსის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში რამოსის ტორპედო-ბელაზ-ი სტუმრად სლავიას 0:0-ს ეთამაშა. რამოსმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ქანთარიას (ქართველ მცველს არ უთამაშია) ნემანი კი შინ ბრესტის რუხთან 2:4 დამარცხდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები