Thumbnail

'მას შიშისგან ეპარებოდა' - ბალოტელის შემდეგ, კიელინის ფელიპე მელომაც უპასუხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

იტალიის ნაკრებისა და იუვენტუსის მცველმა, ჯორჯო კიელინიმ მარიო ბალოტელი და ფილიპე მელო გააკრიტიკა, რის შემდეგაც იტალიელს ჯერ თანამემამულე ბალოტელიმ უპასუხა, ხოლო მოგვიანებით მედიასთან კომენტარი ფილიპე მელომაც გააკეთა.

ფელიპე მელო: "უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, რომელ ეპიზოდებს იხსენებს კიელინი. როცა ტურინში ვიყავი, არავის მიმართ უპატივცემულობას არ ვიჩენდი. არც თანაგუნდელების, არც მწვრთნელისა და არც იუვენტუსის მიმართ.

ახლა კიელინის მიმართ პატივისცემის გრძნობა აღარ მაქვს და არც მექნება. მან თქვა, რომ ბალოტელი სილის გარტყმას იმსახურებდა, ხოლო მე ცუდზე ცუდი ადამიანი მიწოდა.

მას ყოველთვის შიშისგან ეპარებოდა. ბოდიში, მაგრამ ადამიანებთან წიგნებით ლაპარაკი მარტივია. შესაძლოა, ჩემზე იმიტომ ბრაზობს, რომ ჩემმა გალათასარაიმ მისი იუვენტუსი გააგდო.

მახსენდება კონფედერაციის თასი, როცა 2009 წელს იტალიას 3:0 მოვუგეთ. შესაძლოა, სანაკრებო დონეზე ვერაფრის მოგების გამოა ასე გაგიჟებული.

დასასრულს ვიტყვი, რომ ეს არაპროფესიონალიზმია და უპატივცემულობა. აქ გავჩერდები და აღარაფერს დავამატებ. გარკვეული საკითხები გასახდელში რჩება".

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე მელო ტურინის იუვენტუსში 2009-2011 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც მან ინტერშიც ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები