Thumbnail
  • Bleacher Report-ის შვიდი რეალისტური ტრეიდი NBA-ში
  • მაილს ტერნერის წასვლით, გოგა ბითაძის სათამაშო დრო ინდიანაში გაიზრდება

Bleacher Report-მა NBA-ში 7 ყველაზე რეალისტური ტრეიდი ჩამოწერა, რომლებიც ასოციაციის ახალგაზრდა ვარსკვლავებს გაბრწყინების შანსს მისცემს - ერთ-ერთი ტრეიდი გოგა ბითაძესთან დაკავშირებულია.

ეს შვიდი ტრეიდია: მიჩელ რობინსონი საკრამენტოში, დერიკ უაითი ორლანდოში, ლაური მარკანენი პორტლენდში, მაილს ტერნერი ბოსტონში, კოლინ სექსტონი ნიუ იორკში, აარონ გორდონი დენვერში და ჯარეტ ალენი გოლდენ სტეიტში.

ბუნებრივია, მაილს ტერნერის სავარაუდო ტრეიდი, რომელზეც ამერიკულ მედიაში ბოლო ერთი სეზონია ბევრს ლაპარაკობენ, უშუალოდ აისახება გოგა ბითაძის სტატისტიკაზე.

 Bleacher Report ასეთ ტრეიდს ვარაუდობს: მაილს ტერნერი, დაგ მაკდერმოტი და ტი ჯი მაკონელი ბოსტონ სელტიკსში გადადიან, ხოლო პეისერსი მიიღებს ერთ ვარსკვლავს, მსუბუქ ფორვარდ გორდონ ჰეივორდს.

"დომანტას საბონის ოლსტარელი გახდა, ინდიანამ კი გოგა ბითაძის პირველ წრეში აყვანით აქცენტი მასზე გააკეთა. ასე რომ, ტერნერისთვის შესაძლოა, უკეთესიც იყოს თავი სხვაგან წარმოაჩინოს, სადაც უფრო დიდ როლს მიიღებს. ვიდრე ახლა ინდიანაში", - წერს გამოცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები