Thumbnail

NBA-ს 30 კლუბიდან დაახლოებით ნახევარს სავარჯიშო დარბაზის გახსნის უფლება მისცეს, თუმცა ჯერჯერობით კლუბები ფრთხილობენ, მხოლოდ კლივლენდმა, დენვერმა და პორტლენდმა გადაწყვიტეს ამ უფლებით ესარგებლათ...

"ეს საოცარი შეგრძნება იყო", - განაცხადა კავალიერსის ლარი ნენსი ჯუნიორმა, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშისა და კალათში ბურთის სროლის უფლება მიეცა. მის გარდა ივარჯიშეს, კევინ ლავმა, სედი ოსმანმა და ანტე ჟიჟიჩმა, თუმცა თითოეულ კალათბურთელს ვარჯიში მხოლოდ "საკუთარ" ფარზე შეეძლო. 

მართალია, კლუბებს სავარჯიშო დარბაზების გახსნის უფლება მიეცათ, მაგრამ ჯერ უცნობია, როდის და რა ფორმატით განახლდება სეზონი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით 1.3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 78 ათასი გარდაიცვალა, ხოლო 185 ათასი გამოჯანმრთელდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია მსოფლიოში.

კომენტარები

ბოლო ამბები