Thumbnail
  • კატალონიურ კლუბს ლაუტარო მარტინესის დამატება დიდი ხანია სურს
  • მილანის ინტერი ცდლობს, არგენტინელი მაქსიმალურად ძვირად გაყიდოს

დიდი ხანია ბარსელონა ლაუტარო მარტინეს აკვირდება და მის დამატებას ცდილობს. 22 წლის ფეხბურთელი ინტერმა რასინგიდან 2018 წელს 25 მილიონ ევროდ დაიმატა. არგენტინელი იტალიაში კარგად თამაშობს და ბევრი ევროპული გრანდის ყურადღებას იპყრობს.

ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ მარტინესის ყოფილი კლუბის - რასინგის პრეზიდენტმა ვიქტორ ბლანკომ ისაუბრა და განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი არგენტინელს ყურადღებით აკვირდება.

"ვესაუბრე ლაუტაროს გარემოცვას, ვინც მას რჩევებს აძლევს. მათ მითხრეს, რომ ბარსელონა მარტინესს დიდი ყურადღებით აკვირდება. ჩვენ (რასინგში) ყველას გვინდა, რომ ის ბედნიერი იყოს და ითამაშოს იქ, სადაც თავად სურს. დარწმუნებული ვარ, რომ ლაუტარო საკუთარი თავისთვის კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განუცხადა ბლანკომ TyC Sports-ს.

კონტრაქტის მიხედვით, ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა და ინტერი შეეცდება არგენტინელი დაახლოებთ ამ ფასში გაყიდოს. ბარსელონას კი სურს, ფორვარდი მაქსიმალურად დაბალ ფასში დაიმატოს. იმ შემთხვევაში, თუ ლაუტარო ბარსაში მაინც გადავა, რასინგს გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი ეკუთვნის.  

კომენტარები

ბოლო ამბები