Thumbnail

VALORANT - RIOT GAMES-ის ახალი მულტიფლეიერი, რომელიც კიბერსპორტს შეცვლის

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Riot-ის ახალი თამაში კიბერსპორტის ვარსკვლავებს იზიდავს!
  • Valorant-ის ლიგაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს Sentinels-მა, T1-მა და Gen.g-მ

Riot Games-ის ახალი მულტიფლეიერი, Valorant, ჯერ კიდევ დახურული ბეტა ტესტირების სტადიაზეა, თუმცა ის უკვე ნამდვილ სენსაციად იქცა: ყველაზე პოპულარულ გეიმინგ სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ზე პირველი გამოჩენისთანავე, თამაშს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ Riot Games-ს კიბერსპორტის წარმატებული ლიგის შექმნის გამოცდილება LOL-დან აქვს, აშკარა ხდება, რომ Valorant კიბერსპორტის მომდევნო ფენომენი იქნება. Riot-ს ელექტრონული სპორტის ლიგა ამ თამაშისთვის ჯერ არ დაუანონსებია, თუმცა, უკვე არაერთმა პროფესიონალმა მოთამაშემ თუ გუნდმა გამოთქვა კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი.

გასულ კვირას, პოპულარულმა კიბერსპორტის ორგანიზაცია Sentinels-მა Riot-თან კონტრაქტი გააფორმა, Valorant-ის მომავალ პროფესიონალურ ლიგაში სათამაშოდ. Sentinels-ის CEO, რობ მური, მიიჩნევს, რომ Valorant-ს დიდი  წარმატება ელის: ''ამ ტენდენციას თამაშის გამოსვლისთანავე დავინახავთ.'' განაცხადა მან. ''Riot-ს კიბერსპორტში დიდი გამოცდილება აქვს. ისინი იმედს არ გაგვიცრუებენ.''

Sentinels-ის ეს გადაწყვეტილება იმითაცაა საყურადღებო, რომ ამ კომპანიას, Valorant-ის მეტოქე თამაშების - Counter-Strike-ისა და Apex Legends-ის - ტურნირებზე გაჰყავს გუნდები. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელმაც Valorant-ის თამაში გადაწყვიტა, ჯეი ''სინატრა'' უონია. სინატრა Overwatch-ის საუკეთესო მოთამაშედ ითვლება და 2019 წლის Overwatch World Cup-იც მოიგო თავის გუნდ San Francisco Shock-თან ერთად. თუმცა, კიბერსპორტსმენმა, ცოტა ხნის წინ, Twitter-ზე დაწერა, რომ Overwatch-ს დატოვებდა და Valorant-ში განაგრძობდა კარიერას. ''ეს თამაში უბრალოდ მომბეზრდა.'' განაცხადა მან. ჯეი სწორედ Sentinels-ის გუნდს შეუერთდება.

ჯეი 'სინატრა'' უონი, Overwatch-ის მსოფლიო თასზე გამარჯვების შემდეგ

Sentinels-ის გუნდში, ასევე ითამაშებენ ჯარედ ''ზომბს'' გიტლინი, რომელიც კომპანიის Apex Legends-ის გუნდის წევრია და Apex-ის ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. ხოლოს შაზებ ''შეზამ'' კჰანი და ჰანტერ ''სიკ'' მიმსი, Valorant-ის გუნდს CS: GO-ს გუნდიდან დაემატებიან. ორივე მოთამაშემ კარიერა 2014 წელს დაიწყო და მათ არაერთი ტურნირი აქვთ მოგებული. ამ დროისათვის, Sentinels-ის გუნდს მეხუთე მოთამაშე აკლია. 

თავის მხრივ, Riot კარგად აცნობიერებს, ფანების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას და შემდეგი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს. 

''სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას არ ვაპირებთ.'' განაცხადა ვეილენ მაგნუს როზელიმ, Riot-ის კიბერსპორტის დეპარტამენტის უფროსმა. ''ვაპირებთ, ჯერ კარგად შევისწავლოთ, თუ რა იქნება ფანებისათვის უკეთესი.''

ამ განცხადების ფონზე, საკმაოდ უცნაურად ჩანს ის ფაქტი, რომ გუნდები და მოთამაშეები, სხვა მულტიფლეიერებს შუა სეზონში ტოვებენ და Valorant-ზე ამყარებენ იმედს. Sentinels-ის CEO-მ, რობ მურიმ, ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ახალ თამაშში, სწრაფად ჩართვა, მომავალი წარმატებისათვის, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

''გადავწყვიტეთ, რაც შეიძლებოდა, მალე დაგვეწყო ამ თამაშში ინვესტირება. მალე შეგვეკრიბა გუნდი და გაგვეწვრთნა მოთამაშეები.'' ამბობს მური. ''თუ ამაში ვცდებით,  ეს დიდი პრობლემა არ იქნება. მხოლოდ Valorant-ზე დამოკიდებული არ ვართ. მის გამოსვლამდე ჯერ კიდევ ერთი წელია. უბრალოდ, გვინდა, გუნდების პირველ ტალღაში მოვხვდეთ.''

აღსანიშნავია, რომ Sentinel-ს, ახალ თამაშებში ინვესტირების გამოცდილება აქვს. სწორედ მათ აღმოაჩინეს 16 წლის ტალანტი კაილ ''ბუგა'' გიესრდორფი, რომელმა 2019 წელს, Fortnite-ის მსოფლიო თასი მოიგო. მურის განცხადებით, ახალ თამაშებში, მოთამაშის პოტენციალის აღმოჩენა უფრო ადვილია.

''რა საკვირველია, Fortine-ის შემთხვევაში, ჩვენმა მიდგომამ გაამართლა. ახლა, Valorant-ის ჯერია. შესაძლოა, ჩვენს გათვლებში ვცდებით, მაგრამ ამასაც არა უშავს. ეს ჩვენი ბრენდისათვის მეტისმეტად კარგი შანსია.''

Sentinels არაა ერთადერთი კიბერსპორტის კომპანია, რომელიც Valorant-ის გუნდს ადგენს: ცნობილმა კლუბებმა T1-მა და Gen.g-იმ უკვე დაიქირავეს რამენიმე მოთამაშე. T1-მა Valorant-ის საკვალიფიკაციო ტურნირიც კი ჩაატარა, რომლის საპრიზო ფონდი 25 000 $ დოლარს შეადგენდა. 

როგორ ჩანს, Valorant ყველას ინტერესს აღუძრავს. ამ დროისათვის, თამაშის წარმატება თითქმის გარდაუვალი ჩანს. 

კომენტარები

ბოლო ამბები