Thumbnail

ტონი ფერგიუსონი V ჯასტინ გეიჯი - ბევრი სისხლის და ნოკაუტის მოლოდინში!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ⌚ 04:30 | 📅 10 მაისი | 🌍 ჯექსონვილი | 👊 ფერგიუსონი V გეიჯი
  • ფერგიუსონის პეტისთან ჩხუბის 'რიმეიქის' მოლოდინში

18 აპრილის ღონისძიება, როგორც მოგეხსენებათ UFC-მ გააუქმა, თუმცა ბრძოლის ლოკაციასთან და თარიღთან ერთად, შოუს ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც შეიცვალა - ხაბიბ ნურმაგომედოვის ნაცვლად, ტონი ფერგიუსონთან 10 აპრილს ჯასტინ გეიჯი იჩხუბებს.

ბოლო ბრძოლა ორივე მებრძოლმა კოვბოი სერონეს წინააღმდეგ მოიგო, რომელიც მალე ენტონი პეტისს დაუპირისპირდება. ასევე ოქტაგონზე ვნახავთ ფრენსის ნგანუს, გრეგ ჰარდის, ჯერემი სტეფენსს, კელვინ კატარს და სხვა UFC-ის მებრძოლებს, რომელთა ჩხუბიც დიდ ინტერესს იწვევს.

"არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო..." - ამბობს ფერგიუსონი. "მშვენიერი მებრძოლია, მარტო ხელს კი არ იქნევს, ფეხსაც ხმარობს და კარგი ჩხუბი იცის. 3 რაუნდი და მეტი შეძლებს ბრძოლას და დარწმუნებული ვარ ხალხს კარგ შოუს ვაჩვენებთ."

ვინ არის ჯასტინ გეიჯი?

შეიძლება ტონი ფერგიუსონის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ UFC-ში მხოლოდ 6 ბრძოლის მქონე ჯასტინ გეიჯი ფართო მასებისთვის არც ისე ცნობილი ათლეტია.

გეიჯი მაღაროელების და სამხედროების ოჯახიდანაა, დედის მხრიდან მექსიკური სისხლი კი ხელის მოქნევაში ეხმარება. UFC-ში 3 წელია ჩხუბობს და ექვსიდან, მისი არცერთი ბრძოლა ქულებამდე არ მისულა.

დიდი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ბრძოლის მანერა ისეთი აქვს, რომ ფერგიუსონის თეატრალურ დადგმაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, რაც იმის თქმის საფუძვლეს გვაძლევს, რომ შესაძლოა ფერგიუსონი V პეტისის 'რიმეიქი' ვნახოთ.

სად ჩატარდება ბრძოლა?

18 აპრილის საღამოს ბრუკლინი მასპინძლობდა, თუმცა ახალი ადგილი დანა უაითმა ჯექსონვილში მონახა და ღონისძიებას ამჯერად ვისტარის ვეტერანთა მემორიალის სახლობის არენა უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა საღამო პანდემიის რეგულაციების შესაბამისად მაყურებლების გარეშე ჩაივლის. შემდეგ 2 UFC-ის ჩხუბის ღამესაც ჯექსონვილი უმასპინძლებს - 13 და 16 მაისს.

კომენტარები

ბოლო ამბები