Thumbnail

გერმანიაში ფეხბურთი ბრუნდება - ბუნდესლიგა 16 მაისს განახლდება. იტალიის სერია A-ს რესტარტს კი კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ. იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებაზე 18 მაისს იმსჯელოს.

აღსანიშნავია, რომ იტალიური კლუბები გუნდურ ვარჯიშებს სწორედ 18 მაისს დაიწყებენ და თუ ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა პოლიტიკოსებს ამის საშუალებას მისცემს, სერია A-ს განახლებაც გადაწყდება. იტალიურ მედიასთან ამის შესახებ ჯანმრთელობის სამინისტროს სამთავრობო მდივანმა, სანდრა ძამპამ ისაუბრა.

ჯორჯო კიელინი გუშინდელი ვარჯიშის დროს

გუნდური ვარჯიშების წინ ფეხბურთელებს და კლუბების თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც გუნდები 2-კვირიან კარანტინში გადაინაცვლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფეხბურთის თუნდაც უმაყურებლოდ თამაში. სერია A-ს განახლებაზე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების და პერსონალის ჯანმრთელობა უნდა იყოს. ყველას გვსურს, რომ იტალიაში არა მარტო საფეხბურთო ჩემპიონატი, არამედ კიდევ ბევრი რამ განახლდეს, მაგრამ სამისოდ ბევრი პირობაა საჭირო,” - განაცხადა ძამპამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A 9 მარტს შეწყდა. სეზონის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი. ხუთშაბათს ფლორენციის ფიორენტინამ და გენუის სამპდორიამ ჯამში ინფიცირების 7 შემთხვევა დაადასტურეს.

კომენტარები

ბოლო ამბები