Thumbnail
  • ‘ქართველი ფეხბურთელი სარაგოსას ინტერესის სფეროში აღარაა’
  • გიორგი პაპუნაშვილი, ამჟამად, რასინგშია განათხოვრებული 

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა კარიერა, შესაძლოა, ათენის პანათინაიკოსში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას ესპანური Eldesmarque ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის პაპუნაშვილი სარაგოსაში 2017 წელს ჩაირიცხა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი, იჯარის წესით სანტანდერის რასინგში გადავიდა.

როგორც ირკვევა, სარაგოსელები, რომლებიც სეგუნდა დივიზიონში მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ლა ლიგასთან გადასვლასთან ახლოს არიან, ქართველი ნახევარმცველის დაბრუნებას აღარ აპირებენ.

“სჩანს, რომ პაპუნაშვილი გუნდის მთავარი მწვრთნელის ვიქტორ ფერნანდესის გეგმებში არ შედის. სარაგოსამ საკმაოდ კარგი შეთავაზება მიიღო პანათინაიკოსისგან და ეს მიმართულება თავად ფეხბურთელისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ათენელები გიორგის დიდი ხანია აკვირდებიან და როგორც სჩანს, ახლა, შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას აპირებენ”, - წერს ესპანური საიტი.

პაპუნაშვილი თბილისის დინამოს აღზრდილია და საქართველოს ჩემპიონატში 2013 წლამდე თამაშობდა, მისი პირველი უცხოური კლუბი კი, ბრემენის ვერდერი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები