Thumbnail

ინტერისა და მილანის ახალი სტადიონი - პროექტი მილიარდ ევროდ ფასდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანურმა კლუბებმა ახალი სტადიონის ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს
  • ჯუზეპე მეაცას გვერდით ინოვაციური სპორტულ-გასართობი პარკიც მოეწყობა

საფეხბურთო კლუბებმა ინტერმა და მილანმა, მილანის მუნიციპალიტეტს "სან სიროს" რაიონში ახალი სტადიონისა და ინოვაციური სპორტულ-გასართობი პარკის ერთობლივი პროექტი წარუდგინეს.

პროექტი ახალი სტადიონის მშენებლობის ორ პროექტს მოიცავს, კლუბების ამჟამინდელი საშინაო არენის ნაწილობრივ შენარჩუნების გათვალისწინებით. "ჯუზუპე მეაცასგან" მხოლოდ შიდა ტრიბუნები დარჩება, სტადიონი კი სპორტულ-გასართობი კომპლექსის ნაწილი გახდება.

ახალი არენის ტევადობა 60 ათას ადგილს არ აღემატება, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 106 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მწვანე ზონაა გათვალისწინებული.

პროექტის ღირებულება დაახლოებით მილიარდი ევროთი განისაზღვრება.

ჯუზუპე მეაცას სახელობის არენას რეაბილიტაცია სჭირდება

სტადიონი "სან სირო", რომელზეც ორივე მილანური კლუბი ამ დრომდე ასპარეზობს, 1926 წლის სექტემბერში გაიხსნა. 1979 წელს სტადიონს სახელი შეუცვალეს და მას "ჯუზეპე მეაცა" უწოდეს - ინტერის და მილანის ყოფილი თავდამსხმელის ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც იტალიის ნაკრებთან ერთად 1934 და 1938 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები