Thumbnail

დღეიდან ბარსელონა ვარჯიშს იწყებს - გასახდელში შესვლა აკრძალულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ 8 მაისიდან კლუბის ბაზაზე ინდივიდუალურ წვრთნას პირველი გუნდი დაიწყებს. 

ფეხბურთელები ბაზა "სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე" დილიდან გამოცხადდებიან. ცნობილია, რომ ფეხბურთელები ბაზაზე ფორმებით მივლენ, ვარჯიშის დასრულებისთანავე კი ბაზას ისე დატოვებენ, რომ გასახდელებსა და საწვრთნელი ცენტრის სხვა ობიექტებში არ შევლენ.

მანამდე კატალონიური კლუბის ფეხბურთელებსა და პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. პასუხები უარყოფითი იყო, რის შემდეგაც საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალური ვარჯიშის ნებართვა გაიცა.

ლიონელ მესი უსაფრთხოების წესებს ზედმიწევნით იცავს

რამდენიმე დღის წინ "სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერი" ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ მოინახულა, რომელიც ბაზაზე პირბადითა და ხელთათმანით გამოცხადდა.

ესპანეთის ხელისუფლებამ კარანტინის შემსუბუქების შესახებ უკვე გამოაცხადა, რაც კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის კლებას უკავშირდება. ესპანეთის მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ვარჯიშის უფლება 2 მაისიდან მისცა.

ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია. ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ბარსელნა ლიდერობს, რომელმაც 27 ტურში 58 ქულა მოაგროვა. კატალონიელებს ორი ქულით ჩამორჩება მადრიდის რეალი.

კომენტარები

ბოლო ამბები