Thumbnail

თბილისის ლოკომოტივმა ვარჯიში განაახლა. სამშაბათიდან მოყოლებული გუნდის ფეხბურთელები ლოკომოტივის აკადემიის დიღმის მოედანზე ორკაციან ჯგუფებად დაყოფილები ვარჯიშობენ. 

ასე რომ, ლოკომოტივი პირველი ქართული კლუბია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სავარჯიშო პროცესი განაახლა. 

▶️ Back to Work ✊⚽️🔴 ▶️ რეზი ინჯგია და ბექა დარცმელია ↘️ #Loco #FCL #weareLoco #training

Posted by FC Locomotive Tbilisi on ხუთშაბათი, 07 მაისი, 2020

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2 ტურის შემდეგ შეწყდა. ლოკომოტივი 6 ქულით ლიდერია. ამის შემდეგ ლოკომოტივში მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძის ნაცვლად, სოსო ფრუიძე დაინიშნა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში 600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგანაც 9 გარდაიცვალა. 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები