Thumbnail

კაკოვინი სტად ფრანსეში? ქართველს საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონი ეპატიჟება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ბურჯი მონპელიეს ვერ მოელაპარაკა, რიგში პარიზული გრანდია
  • ვასილ კაკოვინი საფრანგეთის TOP 14-ში 2010 წლიდან თამაშობს

ქართველი მორაგბე ვასილ კაკოვინი, დიდი ალბათობით, კარიერას TOP 14-ის ერთ-ერთ სახელოვან კლუბ სტად ფრანსეში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ფრანგული ვებ-გვერდები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველის ბურჯის ასევე ფრანგული რასინგიდან შესაძლო აბარგების შესახებ ჯერ კიდევ აპრილში დაიწერა. მაშინ კაკოვინს 3 ვარიანტი (ბორდო, ლიონი, მონპელიე) ჰქონდა, ყველაზე მეტად კი, მას მონპელიესთან აკავშირებდნენ, სადაც არაერთი თანამემამულე ელოდა.

როგორც ახლა ირკვევა, ვასილმა მონპელიესთან კონტრაქტის დეტალები ვერ შეათანხმა, თუმცა, ეს პრობლემა არ უნდა იყოს, რადგანაც კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა.

სტად ფრანსე, რომელიც საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონი გახლავთ, ქართველი მორაგბით სერიოზულად არის დაინტერესებული და ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, კონტრაქტის შესახებ ოფიციალურადაც გამოაცხადებს.

ცნობისთვის, კაკოვინს ბრივის, ტულუზასა და რასინგის მაისურით TOP 14-ში 136 მატჩი უგროვდება, საქართველოს ნაკრების მაისურით კი 25 თამაში აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები