Thumbnail

ინგლისის პრემიერლიგაში სავსე სტადიონები, შესაძლოა, ოქტომბერში ვიხილოთ. ‘მირორმა’ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის 50-გვერდიანი გეგმა, რომელიც მოიცავს 5 ფაზას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა ჩვეულ რეჟიმს.

ბოლო, ანუ მეხუთე ფაზაში დაგეგმილია, მაგალითად, ფიტნეს-სტუდიების გახსნა და საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლების დაშვება. გეგმის შესრულებას ინგლისი მომავალი ორშაბათიდან, პირველი ფაზით შეუდგება. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა შემოდგომაზე კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა.

უშუალოდ პრემიერლიგა კი ივნისში უნდა განახლდეს - ოღონდ, მაყურებლების გარეშე. გეგმის მიხედვით, ინგლისის ჩემპიონატის მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები