Thumbnail

ტაისონი V სონი ბილ უილიამსი? მაიკს ბრძოლაში მილიონ დოლარს სთავაზობენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 53 წლის მაიკ ტაისონმა ვარჯიში აქტიურად დაიწყო და რინგზე დაბრუნებას აპირებს
  • ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ რამდენიმე საინტერესო შეთავაზება უკვე მიიღო 

ცნობილია, რომ 53 წლის მაიკ ტაისონმა ვარჯიში აქტიურად დაიწყო და რინგზე დაბრუნებას აპირებს, რათა რამდენიმე საქველმოქმედო შეხვედრა გამართოს. ავსტრალიელი პრომოუთერო ბრაიან ამატრუდა კი მზადაა, ასეთი შეხვედრა კრივის ამერიკელ ლეგენდასა და ცნობილ ახალზელანდიელ მორაგბე სონი ბილ უილიამსს შორის დაგეგმოს. 

ცნობისთვის, 34 წლის უილიამსი რაგბის თამაშის გარდა, კრივშიც გამოდის, სადაც 2012 წელს ის თავისი ქვეყნის ჩემპიონი მძიმე წონაში გახდა.

სონი ბილ უილიამსი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ 2015 წლის მსოფლიო თასზე

კიდევ ერთი ვარიანტი ტაისონის ავსტრალიელ მორაგბე პოლ გალენთან ან ავსტრალიური ფეხბურთის ყოფილ მოთამაშე ბერი ჰოლთან შეხვედრაა. 

"მზად ვარ, ბრძოლას ორგანიზება "მელბურნ არენაზე" გავუკეთო, სადაც 10 ათასი ადამიანი შეიკრიბება. ან თუნდაც "პრინს პარკზე", სადაც ჯეფ ფენეკისა და აზუმ ნელსონის ბრძოლაზე 30 ათასი კაცი მოვიდა.

მართალია, ტაისონი უკვე 53 წლისაა, მაგრამ ის კვლავინდებურად დიდი ფიგურაა. ამ ბიჭებიდან (ჰოლი, გალენი თუ სონი ბილი) ნებისმიერი გამოიყენებს ტაისონთან რინგზე გასვლის შანსს. ეს არამხოლოდ ერთი ბრძოლა, მთელი ივენთი იქნებოდა.

პირველი, რაც გავაკეთე, ტაისონის აგენტთან მაქს მარკსონთან დაკავშირება და მაიკისთვის მილიონი დოლარის შეთავაზება იყო", - ამბობს ამატრუდა, რომლის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბრძოლის ორგანიზება შესაძლებელი მომავალი წლისთვის იქნება.

მაიკ ტაისონს ბრძოლების გამართვა საქველმოქმედო მიზნით სურს

მაიკ ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყი მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. "რკინის მაიკი" რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როცა ზედიზედ რამდენჯერმე შედარებით სუსტ მოკრივესთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები