Thumbnail

'ჩემი სახე ყველაფერს ამბობს' - დიბალა კორონავირუსისგან განიკურნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუვენტუსის თავდამსხმელი კორონავირუსს 7 კვირა ებრძოდა
  • პაულოს ტესტი უარყოფითი მეხუთე ცდის შემდეგ აღმოჩნდა

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელს პაულო დიბალას კორონავირუსი აღარ აქვს. მან ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დაავადებისგან განიკურნა.

"ჩემი სახე ყველაფერს ამბობს, კორონავირუსისგან საბოლოოდ განვიკურნე", - დაწერა დიბალამ ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ პაულოსა და მის მეგობარ გოგონას კორონავირუსი 7 კვირის წინ დაუდგინდათ. პაულოს მეგობარი გოგონა განიკურნა, ხოლო დიბალას ტესტზე დადებით პასუხი რამდენჯერმე ჰქონდა. 7-კვირიანი ბრძოლის შემდეგ, პაულომ კორონავირუსი მაინც დაამარცხა და ვირუსზე მეხუთე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

კომენტარები

ბოლო ამბები