Thumbnail
  • დღეს გერმანიის მთავრობამ ბუნდესლიგის განახლება გადაწყვიტა
  • გერმანიის ჩემპიონატი 15 ან 22 მაისს გაგრძელდება

ამ გადაწყვეტილებას მთელი საფეხბურთო გერმანია მოუთმენლად ელოდა!

ბუნდესლიგა ბრუნდება! როგორც მოსალოდნელი იყო, კანცლერმა ანგელა მერკელმა და პოლიტიკოსებმა გერმანიის საფეხბურთო ლიგას (DFL) ჩემპიონატის მაისში განახლების ნება დართეს - რა თქმა უნდა, მაყურებლების გარეშე.

ჯერჯერობით უცნობია ბუნდესლიგის განახლების კონკრეტული თარიღი. პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილებას ასეთი ფორმულირება მისცეს: “ბუნდესლიგის დაწყება მაისის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია.” ეს იმას ნიშნავს, რომ DFL-მა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის ურჩევნია ჩემპიონატის განახლება. ანუ, პირველი და მეორე ბუნდესლიგა შესაძლოა 15 მაისს განახლდეს, ან 22 მაისს - გააჩნია, რას გადაწყვეტს DFL, რომლის ხელმძღვანელებმაც სეზონის განახლებისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს და ამბობდნენ, რომ ნებისმიერი თარიღისთვის მზად იქნებოდნენ.

‘ბილდის’ ინფორმაციით, ყველაზე რეალურ ვარიანტად 15 მაისი რჩება. ეს ის დღეა, როცა (რომ არა კორონავირუსი) გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტური უნდა ჩატარებულიყო.

გერმანიის ჩემპიონატი რურის დიდი დერბით განახლდება

კანცლერმა მერკელმა და გერმანიის მხარეების პრემიერმინისტრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ ონლაინ-კონფერენციაზე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსებმა ბუნდესლიგის შესახებ უფრო დიდხანს ისაუბრეს, ვიდრე საბავშვო ბაღების, ან სკოლების შესახებ…

გეგმის მიხედვით, გერმანიის ჩემპიონატი 26-ე ტურით უნდა განახლდეს. მანამდე, გუნდები კარანტინში იქნებიან. როგორც იცით, პირველ და მეორე ბუნდესლიგაში უკვე ყველა ფეხბურთელსა და მთლიანად პერსონალს ჩაუტარდა ტესტები კორონავირუსზე და კოვიდ-19-ით ინფიცირების 10 შემთხვევაც გამოვლინდა. ხუთშაბათს გერმანიის საფეხბურთო ლიგა ყველა კლუბს დაელაპარაკება და გადაწყდება, როდის განახლდება ბუნდესლიგა - 15 მაისს, თუ 22 მაისს.

კომენტარები

ბოლო ამბები