Thumbnail

ინდიანა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა თავის კალათბურთელებს მოუწოდა, რომ ელოდნენ მოედანზე მალე დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ გუნდის ცენტრფორვარდი გოგა ბითაძეა, რომელიც ინდიანამ 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა.

უკვე თითქმის ორი თვეა, რაც NBA-ს სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყვეტილია. ინდიანაპოლისის გუბერნატორის ბრძანებით, დარჩი სახლში რეკომენდაცია, 15 მაისს სრულდება. მწვრთნელმა იცის, რომ მოთამაშეები უკვე აქედანვე უნდა იყვნენ მზად ვარჯიშის განახლებისთვის:

"ჩვენ ვცდილობთ, რომ ბიჭები მენტალურად მზად იყვნენ კალათბურთის განახლებისთვის, თუმცა ჯერ არც ვიცით, როდის მოხდება ეს. ბიჭებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს ამ თემაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სეზონი დაკარგული არ არის. იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება", - განაცხადა მაკმილანმა. 

"აღსანიშნავია, რომ ინდიანას კალათბურთელები ერთნაირ პირობებში არ არიან. ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ვიქტორ ოლადიპო და მალკოლმ ბროგდონია, შინ ყველანაირი პირობა აქვთ ვარჯიშის, მაგრამ ახალბედა ბითაძისთვის ეს მეტისმეტი სიამოვნება იქნებოდა. ის ცხოვრობს ბინაში, რომელსაც არ აქვს დარბაზზე წვდომა და ეს იდეალური ვარიანტი სულაც არ არის", -  წერს The Indianapolis Star.

მაკმილანმა არ იცის, ზუსტად რამდენი დღე რჩება სეზონის განახლებამდე, მაგრამ საშუალოდ ვარჯიშების დაწყებიდან 7-8 დღეში იწყება საგამოფენო მატჩები, ერთ თვეში - რეგულარული სეზონი.  

კომენტარები

ბოლო ამბები