Thumbnail

'შავი ხვრელი იყო, მეგონა მომკლავდნენ' - დი მარიას ცოლმა მანჩესტერს გადაუარა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ესპანეთისკენ გზაზე, ანხელს ვუთხარი, სადაც გინდა წადი, ოღონდ არა – ინგლისში!'
  • არგენტინელი ფეხბურთელის მეუღლეს ინგლისთან საშინელი მოგენებები აკავშირებს

ხორხელინა კარდოსომ, რომელიც ანხელ დი მარიას მეუღლე გახლავთ, არგენტინელი ფეხბურთელის მანჩესტერ იუნაიტედში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და ისეთები თქვა, ვფიქრობთ, ინგლისელი ქომაგები სამუდამოდ გადაიმტერა.

“თავიდანვე არ მინდოდა, რომ ანხელი იუნაიტედში გადასულიყო, რადგანაც ჯანინა მარადონასთან ვმეგობრობ. მოგეხსენებათ, ის სერხიო აგუეროს მეუღლეა, რომელიც მანჩესტერ სიტიში თამაშობს, ასე რომ გამოდიოდა, სხვადასხვა ბანაკებში უნდა ვყოფილიყავით. მადრიდიდან მანჩესტერში სწორედ მათთან ჩავედით. მახსოვს, ანხელს რეალში 2-3 დღე ჰქონდა თავისუფალი და ეს დრო ამ მოგზაურობისთვის გამოვიყენეთ.

რაც იქ ვნახე, წარმოუდგენელი გახლდათ. შემიძლია ვთქვა, რომ მანჩესტერი რაღაც შავი ხვრელია. ერთმანეთს ვუყურებდით და ერთ აზრზე ვიყავით. იქიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავქცეულიყავით. როდესაც უკვე ესპანეთში ვბრუნდებოთ, მეუღლეს ვუთხარი, სადაც გინდა წადი, ოღონდ არა – ინგლისში!

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ 1 წლის თავზე მაინც იქ აღმოვჩნდით და რასაკვირველია, არაფერი არ მომეწონა. ქალები ფერმკრთალები და უცნაურები იყვნენ. მიდიხარ ქუჩაში, უყურებ და გგონია, რომ სადაცაა შენს მოსაკლავად გამოიწევენ. გოგონებს იმდენი მაკიაჟი აქვთ, თოჯინებს გვანან. მე კიდევ ბუნებრივი სახით გავდიოდი და ალბათ, მათ გიჟი ვეგონე. საჭმელი საერთოდაც საშინელი იყო”.

ამ ფონზე, ალბათ, გასაკვირი აღარაა, რომ 32 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა იუნაიტედში მხოლოდ 1 სეზონი (2014-15) გაატარა, შემდეგ კი, ფრანგულ პსჟ-ს მიაშურა და დღემდე იქ თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები