Thumbnail
  • rugby-transferts-მა TOP 14-ის მომავალი სეზონის სავარაუდო ტრანსფერები გამოაქვეყნა
  • ორი მოსალოდნელი და ერთი დადასტურებული ქართული ტრანსფერი

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე აიკრძალა, რის გამოც ფრანგული სარაგბო ლიგები ნაადრევად დასრულდა.

Rugby-transferts-მა TOP 14-ში მოსალოდნელი ტრანსფერების სია გამოაქვეყნა. სასიამოვნოა, რომ რამდენიმე ქართველმა მორაგბემ კლუბებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ველოდებით ორი ტრანსფერის დასტურს: ვასილ კაკოვინის მონპელიეში გადასვლას და დავით ქუბრიაშვილის ტრანსფერს სტად ფრანსეში. ბექა კაკაბაძე მომავალი სეზონიდან ოიონაში ითამაშებს.

ქართველები და TOP 14

ლაშა ტაბიძემ ბორდოსთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

კარლენ ასიეშვილმა ბრივი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მორაგბე კარიერას.

ოთარ გიორგაძემ ბრივთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

ლუკა ჯაფარიძემ ბრივთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

დავით ზირაქაშვილმა კლერმონი დატოვა და კარიერა დაასრულა.

ბექა კაკაბაძემ კლერმონი დატოვა და კარიერას ოიონაში გააგრძელებს.

გელა აფრასიძემ მონპელიესთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

კონსტანტინე მიქაუტაძე მონპელიეს დატოვებს - მომავალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია.

სავარაუდოდ, მონპელიეს რიგებს ვასილ კაკოვინი შეუერთდება, რომელიც რასინგს ტოვებს.

გიორგი მელიქიძემ სტად ფრანსესთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

შესაძლოა, სტად ფრანსეს დავით ქუბრიაშვილი შეუერთდეს, რომელიც ამჟამად გრენობლში თამაშობს.

მამუკა გორგოძემ ტულონი დატოვა და სარაგბო კარიერა დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები