Thumbnail

ყველა ტესტი ისევ უარყოფითია! მიუნხენში ფეხბურთისთვის ემზადებიან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ისევ კარგი ამბავი მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებისთვის რეკორდმაისტერის ბანაკიდან: SPORT1-ის ინფორმაციით, ბავარიულ გრანდში კორონავირუსის ხელმეორე ტესტების ყველა შედეგიც უარყოფითია! კოვიდ-19-ზე ტესტი ბაიერნის ყველა ფეხბურთელს, ხელმძღვანელს და მთლიან პერსონალს სამშაბათს აუღეს.

📋 მეტი გერმანულ ფეხბურთზე:

ორშაბათს გერმანიის საფეხბურთო ლიგამ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველ და მეორე ბუნდესლიგაში კორონავირუსის ჯამში 10 შემთხვევა დაფიქსირდა. კიოლნში სამი ინფიცირებულია (2 ფეხბურთელი და 1 ფიზიოთერაპევტი), მიონხენგლადბახის ბორუსიაში - ორი (ფეხბურთელი და ფიზიოთერაპევტი), დინამო დრეზდენსა და ერცგებირგე აუეში თითო-თითო. 3 შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. საერთო ჯამში, პირველი და მეორე ბუნდესლიგის 36 კლუბში 1724 ტესტი ჩატარდა.

დღეს, გერმანიის მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაგრძელდება თუ არა უახლოეს მომავალში ბუნდესლიგა.

კომენტარები

ბოლო ამბები