Thumbnail
  • კარლენ ასიეშვილმა ბრივში 7 წელი გაატარა
  • ქართველი მორაგბის მომავალი კლუბი უცნობია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, კარლენ ასიეშვილი სარაგბო კლუბ ბრივს დაემშვიდობა. მან ფრანგულ გუნდში 7 წელი გაატარა. ასიეშვილმა კლუბის მაისურით 122 მატჩი ჩაატარა და 10-ზე მეტი ლელოს დადება მოახერხა.

''კარლენ, მადლობა 7 სეზონისთვის და 122 მატჩისთვის. თქვენმა განსაზღვრის ნიჭმა და ტალანტმა ბრივს ბევრი რამ მოუტანა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ კარგი ხასიათის შემომტანი იყავით. ამ სტადიონზე ყოველთვის გელოდებით.'' - წერს ბრივის ოფიციალური გვერდი.

ასიეშვილის მომავალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია. კარლენს სულ სამ ფრანგულ კლუბში უთამაშია: ორტეზში, ორიაკსა და ბრივში. ამჟამად კლუბის რიგებში 7 ქართველი მორაგბე ირიცხება: ოთარ გიორგაძე, ირაკლი ცხადაძე, სოსო ბეკოშვილი, ვანო კარკაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე და ლუკა ჯაფარიძე.

Merci Karlen

⚫️⚪️Merci Karlen Asieshvili pour tes 7 saisons et tes 122 matchs en Noir et Blanc. Ta détermination et ton talent ont énormément apporté à la mêlée briviste et à toute l’équipe. Merci également pour ton état d'esprit et ta bonne humeur. Tu seras toujours le bienvenu au Stadium.

Posted by CA Brive Rugby on სამშაბათი, 05 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები