Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ამჟამად იაპონიაშია. პოპსპორტმა ახალზელანდიელ მწვრთნელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან იაპონურ ცხოვრებაზე, ქართული რაგბის განვითარებასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ჰეიგს პერსპექტიული ქართველი მორაგბეების დასახელებაც ვთხოვეთ. ახალზელანდიელმა მწვრთნელმა 4 ქართველი მორაგბე გამოარჩია, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ოთხივე მორაგბეს ''ბორჯღალოსანთა'' რიგებში უთამაშია. ესენი არიან: თედო აბჟანდაძე (ბრივი), ბექა გორგაძე (ბორდო), ვანო კარკაძე (ბრივი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი).

ოთხივე მორაგბის დებიუტი ეროვნულ გუნდში მილტონ ჰეიგის მწვრთნელობის პერიოდში შედგა. ჰეიგმა აღნიშნა, რომ გარდა ამ მორაგბეებისა, საქართველოს უამრავი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც მონდომებითა და შრომით დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

პოპსპორტის კითხვას, რა არის საჭირო ქართული რაგბის განვითარებისთვის, მილტონ ჰეიგმა ასე უპასუხა: "უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელთა განვითარებაა საჭირო - ლოკალური გუნდებისა და ბავშვთა მწვრთნელების. მეორე: საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მუდმივად უნდა ითამაშოს ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე, იქ ადგილი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ. გარდა საფრანგეთისა, მორაგბეებმა უნდა ითამაშონ სუპერ რაგბიში, ინგლისის პრემიერშიფსა და ჩემპიონშიფში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელების განვითარებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს."

კომენტარები

ბოლო ამბები