Thumbnail

'ყველას გვაქვს როლი covid 19-თან ბრძოლაში' - გოგა ბითაძე წითელი ჯვრის აქციაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ინდიანა პეისერსის ქართველმა ახალწვეულმა გოგა ბითაძემ ამერიკის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ეგიდით დაწყებულ აქციაში - #DoingMyPart - მიიღო მონაწილეობა. 

"ჩვენ ყველას გვაქვს როლი covid 19-თან ბრძოლაში. იქნება ეს მეზობლების მოკითხვა, სისხლის ჩაბარება თუ სოციალური დისტანციის დაცვა. მე ხშირად მოვიკითხავ ჩემი ოჯახის წევრებს, თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა ვიცავ სოციალურ დისტანციას. რას აკეთებთ თქვენ" - ამბობს აქციაში მონაწილე ქართველი კალათბურთელი. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო NBA-ს სეზონი შეწყვეტილია და ჯერ უცნობია, როდის განახლდება ის. გოგა მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში პირველ სეზონს ატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები