Thumbnail

'ვინ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებს' - ჩაკვეტაძე ბელგიელთა გამოკითხვაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიურმა voetbalprimeur-მა ინსტაგრამის გვერდზე გამოკითხვა მოაწყო - ჟუპილერ ლიგის ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან, რომელი ითამაშებს "ყველაზე" დიდ ფეხბურთს. გამოკითხვაში სხვებთან ერთად გენტის ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძეც მონაწილეობს...

"ჟუპილერ ლიგაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ყველაზე ნიჭიერ 21-წლამდელთაგან, რომელი მათგანი წავა ყველაზე შორს", - ასეთია voetbalprimeur-ის შეკითხვა. 

სიაში სულ 11 ტალანტია ჟუპილერ ლიგიდან, ფანებს თავიანთი ვარიანტის დასახელებაც შეუძლიათ. ვინც ხმას ჩაკვეტაძეს აძლევს კომენტარებში უნდა დაწეროს #chakvetadze.

სიაში ჩაკვეტაძის გარდა არიან: დევიდი, დიატა, ვერსხაერენი, ვრანკსი, დე კეტელაერი, ვან ჰოიისდენი, ლოკონგა, ლუსიმი, დოკუ და კანა.

გიორგი ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლიდან თამაშობს, ბოლო სეზონში მან ტრავმის გამო ცოტა ითამაშა - 12 მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები