Thumbnail

როგორ ენდობიან ახალგაზრდებს საქართველოსა და მსოფლიოში - CIES-ის კვლევა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • CIES Football Observatory-მ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა
  • ცენტრმა 93 უმაღლეს დივიზიონში 21-წლამდელთა სათამაშო დრო შეისწავლა
  • ეროვნული ლიგა ახალგაზრდების ნდობის მხრივ მსოფლიოში მე-17 ადგილზეა

სპორტული კვლევების ცენტრმა CIES Football Observatory-მ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს 93 უმაღლესი დივიზიონის 1292 კლუბში მოთამაშე 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელების სათამაშო დრო პროცენტულადაა ასახული. კვლევა 2019 წლიდან 2020 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდს ეხება.

საქართველოს ეროვნული ლიგა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა. ჩვენს ჩემპიონატში 21-წლამდე ფეხბურთელები საშუალოდ, სათამაშო დროის 20,7%-ის იღებდნენ.  უშუალოდ კლუბებიდან ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შარშან რუსთავს ჰქონდა, რომელიც ახალგაზრდებს სათამაშო დროის 43,2%-ს უთმობდა. 

ეროვნული ლიგა 2019. სათამაშო დრო 21-წლამდელებს

1. რუსთავი 43,2%
2. ვიტ ჯორჯია 32,7
3. დილა 31,6%
4. ლოკომოტივი 28,0%
5. საბურთალო 18,4%
6. დინამო თბილისი 17,8%
7. ტორპედო 12,8%
8. სიონი 12,4%
9. დინამო ბათუმი 7,1%
10. ჩიხურა 3,4%.

დინამო თბილისმა 2019 წელს ჩემპიონობა არცთუ მთლად ახალგაზრდული გუნდით მოიპოვა

ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზე სლოვაკეთია, სადაც ახალგაზრდების სათამაშო დრო 29%-ს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილებს ახალი ზელანდია და ირლანდია იყოფენ (28,8%), ხოლო ყველაზე ნაკლებად 21-წლამდელებს თურქეთისა და საუდის არაბეთის ლიგებში ენდობიან (3.7%).

რაც შეეხება ევროპის TOP 5 ლიგის სტატისტიკას, ახალგაზრდებს ყველაზე მეტად საფრანგეთში ენდობიან. ლიგა 1, 15%-იანი მაჩვენებლით, ჩამონათვალში 38-ეა. 66-ე ადგილზეა გერმანია (9,8%), 74-ეზე - ინგლისი (8,5%), 76-ზე - იტალია (7,7%), ხოლო 79-ზე - ესპანეთი (7%).

"დიდი ხუთუელის" კლუბებიდან ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფრანგულ ლილს აქვს (32,1%), ხოლო ესპანურ ლევანტეში, ინგლისურ კრისტალ პალასსა და შეფილდში, ასევე გერმანულ უნიონში, 21-წლამდე ასაკის არცერთ ფეხბურთელს უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები