Thumbnail

‘2020 უკვე წელი დაკარგულია’ - ნადალის აზრით, სეზონის განახლება არარეალურია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, დიდი სლემის ტურნირების 19-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა შეწყვეტილ საჩოგბურთო სეზონსა და მისი გაგრძელების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ესპანელს მიაჩნია, რომ დროა, 2020 წლის სეზონი დავივიწყოთ და იმედი გვქონდეს, რომ 2021 წლიდან ყველა დიდი ტურნირი განახლდება.

“იმედი მაქვს, რომ ჩოგბურთი წლის ბოლომდე დაბრუნდება, მაგრამ სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ ეს უკვე შეუძლებელია. ჩემი აზრით, დროა, 2021 წლისთვის მზადება დავიწყოთ. ახლა 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე უფრო ვდარდობ, ვიდრე ამ სეზონის დასრულებაზე. მგონია, რომ 2020 წელი პრაქტიკულად დაკარგულია. იმედია, გაისად მაინც შევძლებთ თამაშის დაწყებას,” - განუცხადა ნადალმა El Pais-ს.

შეგახსენებთ, რომ საჩოგბურთო სეზონის განახლება ივლისის შუა რიცხვებამდე არ იგეგმება. სპორტსმენები თვითიზოლაციაში არიან და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას სახლის პირობებში ვარჯიშით ცდილობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები