Thumbnail

90 წუთი უნდა შემცირდეს? ინგლისში რადიკალურ ვარიანტზეც ფიქრობენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ჯერ კიდევ უცნობია განახლდება თუ არა ინგლისის პრემიერლიგა და თუ განახლდება, როდის გაიმართება შეხვედრები. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ყველა კლუბი თანახმაა, სეზონი გაგრძელდეს. მეტიც: ბოლო ონლაინ-კონფერენციაზე პრემიერლიგის კლუბები შეთანხმდნენ, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.

ბრიტანულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისში იმაზეც ფიქრობენ, რომ დარჩენილი მატჩების დრო 90 წუთზე ნაკლები იყოს. ამ თემაზე ჟურნალისტებმა ინგლისის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტს გორდონ ტეილორს ჰკითხეს და მანაც არ უარყო, რომ ეს საკითხი განიხილება.

“ჩვენ არ ვიცით, რა იქნება მომავალში და არც ნათელმხილველი ვარ, რომ მსოფლიო პანდემიის დასრულების თარიღი ვიწინასწარმეტყველო. ამიტომ, შეგვიძლია განვიხლოთ სხვადასხვა იდეები, რაც დაგვეხმარება, რომ პრემიერლიგის შეწყვეტილი სეზონი განვაახლოთ და დავასრულოთ. ერთ-ერთი ასეთი იდეაა მატჩისთვის განკუთვნილი დროის, 90 წუთის შემცირება. ეს ფეხბურთელებისთვის შვება იქნებოდა, რადგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოკლე დროში ბევრი თამაშის ჩატარება ურთულესი იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ იდეაა, რომელიც სრული კონსენსუსის გარეშე, იდეად დარჩება”. - განაცხადა ტეილორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები