Thumbnail

ვამაყობ ჩემი ბიჭებით! თორნიკე შენგელია ბასკონიას გამარჯვებას გამოეხმაურა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასკონიამ ჟალგირისი 84:64 დაამარცხა.
  • თორნიკე შენგელიამ ეს თამაში ტრავმის გამო გამოტოვა.
  • ბასკონია პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილზეა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თორნიკე შენგელიას არ უთამაშია ევროლიგის 26-ე ტურის მატჩში, რომელშიც ბასკონიამ ჟალგირისს უმასპინძლა და 84:64 მოუგო.

კაპიტნის არყოფნაში ბასკებს არ გასჭირვებიათ ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება და რომ არა ბოლო მეოთხედში მოდუნება, კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოუგებდნენ.

ტრავმირებული ქართველი, რომელსაც ბარძაყის ორთავა კუნთი აწუხებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მატჩს:

"ძალიან ვამაყობ ჩემი ბიჭებით", - დაწერა შენგელიამ. 

ბასკონია ბოლო თვეებში პირველად გადავიდა პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილზე, გუნდს 13 მოგება და 13 წაგება აქვს. 21 მარტს ბასკონია ბამბერგს ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები