Thumbnail

ეს ამბავი არა მარტო გერმანული ფეხბურთის, არამედ ზოგადად ფეხბურთის ყველა მოყვარულს გაახარებს!

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს ბუნდესლიგის განახლება გადაწყდება. სააგენტოს ცნობით, საფეხბურთო კავშირი (DFB) და გერმანიის რეგიონების მთავრობები შეთანხმდნენ, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგას (DFL) ბუნდესლიგის განახლება 15 მაისს შეუძლია. რა თქმა უნდა, უმაუყურებლო მატჩებით!

ეს ინფორმაცია Reuters-მა იმ ადამიანებისგან მოიპოვა, რომლებიც უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდნენ.

გადაწყვეტილება ოფიციალურად ოთხშაბათს გამოცხადდება. როგორც იცით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ონლაინ-კონფერენციაზე განაცხადა, რომ 6 მაისს სპორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული.

გერმანული მედიის ინფორმაციით, თუ სეზონი 15 მაისს განახლდება, მისი დასრულება 30 ივნისამდე უნდა მოხერხდეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ტურით განახლდება გერმანიის ჩემპიონატი. ეს შესაძლოა, იყოს 26-ე ტური (დორტმუნდი-შალკე), ან 34-ე ტურიც (ვოლფსბურგი-ბაიერნი), რომელიც სწორედ 15-16-17 მაისს იყო დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო მატჩი 11 მარტს გაიმართა - გლადბახმა კიოლნი 2:1 დაამარცხა და ეს იყო პირველი უმაყურებლო მატჩი ბუნდესლიგის ისტორიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები