Thumbnail

კრიშტიანო რონალდო ოჯახთან ერთად იტალიაში დაბრუნდა და კარანტინი ელოდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მას მერე, რაც იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი შეწყდა, კრიშტიანო რონალდომ მშობლიურ კუნძულ მადეირაზე თითქმის ორი თვე გაატარა, ახლა კი ტურინში დაბრუნდა. იუვენტუსის 35 წლის სუპერვარსკვლავი ჯეორჯინა როდრიგესთან და 4 შვილთან ერთად იტალიაში საკუთარი თვითმფრინავით ორშაბათს საღამოს გაფრინდა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ტურინში CR7 ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება, მერე კი, დიდი ალბათობით, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

იტალიაში ორშაბათს ე.წ. ‘მეორე ფაზა’ დაიწყო. პროფესიონალ სპორტსმენებს უფლება მიეცათ, ინდივიდუალურად ივარჯიშონ, გუნდური ვარჯიშები კი 18 მაისიდან უნდა განახლდეს. ინგლისური ‘სანის’ ინფორმაციით, რონალდოს თვითმფრინავმა კვირას ტურინში კრიშტიანოს ბარგი და მისი მომსახურე პერსონალი გადაიყვანა, ორშაბათს კი იტალიაში თვითონ კრიშტიანო და მისი ოჯახის წევრები გაფრიდნენ.

View this post on Instagram

Reflections by the sea 🌊🙏

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

კრიშტიანო მადეირაზე 9 მარტიდან იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ამაზე დიდხანს ის თავის მშობლიურ კუნძულზე პროფესიონალური კარიერის დაწყების შემდეგ აღარ ყოფილა. მადეირაზე ცხოვრობს მისი დედა დოლორეს ავეირო, რომელსაც კრიშტიანომ კვირას, დედის დღეს, ახალთახალი მერსედესი აჩუქა. ეს გახლავთ Mercedes GLC Coupe, რომელიც დაახლოებით 100 000 ევრო ღირს.

კომენტარები

ბოლო ამბები