Thumbnail

შარიქაძე ორიაკს ტოვებს- ბორჯღალოსნების კაპიტანს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საქართველოს ნაკრების 26 წლის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფრანგულ ორიაკს ტოვებს...

La Montagne-ის ინფორმაციით, "ორიაკი დიდი ალბათობით, აღარ გააგრძელებს ხელშეკრულებას "ბორჯღალოსანთა" კაპიტანთან. მას ორიაკის რიგებში 2019 წლის აპრილის მერე არ უთამაშია. შარიქაძე ახლა მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის".

მერაბ შარიქაძე 2014 წლიდან ორიაკის ღირსებას იცავს, მანამდე ერთი სეზონი ის ბურგ-ენ-ბრესში თამაშობდა. პროფესიული კარიერის დაწყებამდე ის ინგლისში ჰარტპერის კოლეჯში ვარჯიშობდა და გლოსტერის 19-წლამდელთა გუნდშიც მოხვდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები