Thumbnail
  • Sporx: ბეშიქთაშს შვიდი ფეხბურთელის ტრანსფერი ესაჭიროება
  • ტრაბზონსპორს თურქეთში კონკურენტი გამოუჩნდა?

თურქული სუპერლიგის გრანდის, ბეშიქთაშის ფანებს გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი სურთ. ამის შესახებ Sporx იუწყება. თურქეთის ყველაზე დიდ ციფრულ პლატფორმაზე ბეშიქთაშის ფანები 7 ფეხბურთელის ტრანსფერს ითხოვენ კლუბის დირექტორ სერგენ იალჩინისგან, მათ შორის ერთ-ერთი გენტის ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს თურქული მედია ხშირად უკავშირებს ჩაკვეტაძის მომავალს ტრაბზონსპორს. 

თურქული სუპერ ლიგი კორონავირუსის პანდემიის გამო, 26 ტურის შემდეგ შეწყვეტილია. ბეშიქთაში 44 ქულით მე-5 პოზიციაზეა, ხოლო ტრაბზონი 53 ქულით ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგში ორი ქართველი ლეგიონერი თამაშობს: საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ) და ლევან შენგელია (კონიასპორი). 

კომენტარები

ბოლო ამბები