Thumbnail

'დღესაც ნებისმიერს დააგდებს' - დე ლა ჰოია ტაისონმა აღაფრთოვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რკინის მაიკის' ვიდეომ ოსკარი გაოცებული დატოვა
  • ტაისონი 53 წლის ასაკში საოცარ ფორმას ინარჩუნებს

კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ოსკარ დე ლა ჰოიამ აღტაცება გამოთქვა ლეგენდარული მაიკ ტაისონის ფიზიკური ფორმით და საკმაოდ თამამი პროგნოზიც გააკეთა.

“თუკი ტაისონი 12-რაუნდიანი ბრძოლისთვის მოემზადება, დარწმუნებული ვარ, ის დღესაც ნებისმიერს დააგდებს”.

შეგახსენებთ, რომ “რკინის მაიკმა” ქომაგები ამ დღეებში კიდევ ერთხელ გააოცა, როდესაც ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, 53 წლის ტაისონი დიდი მონდომებით ემზადება და აპირებს მონაწილეობა საქველმოქმედო ბრძოლებში მიიღოს.

მაიკი მძიმე წონაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო და პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 50-ში იმარჯვა, 44 შემთხვევაში კი მეტოქე ნოკაუტში გაუშვა. ის რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როცა ზედიზედ რამდენჯერმე შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა.

რაც შეეხება 47 წლის დე ლა ჰოიას, ის მსოფლიოს ჩემპიონი ერთბაშად ექვს წონით კატეგორიაში იყო, ამჟამად კი, საპრომოუტერო კომპანიას Golden Boy Promotions ხელმძღვანელობს, რაც მის მეტსახელთან ასოცირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები