Thumbnail
  • ცნობილმა აგენტმა მინო რაიოლამ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა
  • განცხადების უკან სავარაუდოდ მისი ფინანსური ინტერესები დგას

ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა, რომლის უკან სავარაუდოდ, მისი ფინანსური ინტერესები იმალება. რაიოლას თქმით, არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია რეალში კრიშტიანო რონალდოს დანაკლისი შეავსოს…

"მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალი კრიშტიანო რონალდომ დატოვა, გუნდში ვაკუუმია, რომელიც ვერავინ შეავსო. ვიცი ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლეგენდარული პორტუგალიელის შეცვლა შეუძლია და ეს ერლინგ ჰაალანდია. მას შეუძლია სეზონში 40-50 გოლი გაიტანოს და ამ მაჩვენებლით კრიშტიანოს გაუთანაბრდეს", - განაცხადა მინო რაიოლამ.

ჰაალანდმა ზალცბურგში თამაშით გაითქვა სახელი, რის შემდეგაც დორტმუნდის ბირუსიაში გადავიდა. ეს ტრანსფერი მოულოდნელი იყო, რადგან ჰაალანდით ესპანური და ინგლისური გრანდები იყვნენ დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები