Thumbnail
  • ნედვედმა კარიერა ისე დაასრულა, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო
  • როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარულ ჩეხს ამის კარგი შანსი ჰქონდა

ლეგენდარულმა ჩეხმა ფეხბურთელმა პაველ ნედვედმა კარიერის საუკეთესო წლები იტალიაში გაატარა და ჯერ ლაციოს ღირსებას იცავდა, შემდეგ კი იუვენტუსში თამაშობდა.

ნედვედმა კარიერა ისე დაასრულა, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო და როგორც აღმოჩნდა, ამის კარგი შანსი ჰქონდა…

"საფეხბურთო კარიერა 2009 წელს დავასრულე და სწორედ მაშინ გაისმა ჩემს ტელეფონზე მოურინიოს ზარი. ჟოზემ პირადად მთხოვა, რომ კარიერის დასრულება გადამედო და მასთან ინტერში მეთამაშა. იცოდა, რომ ჩემპიონთა ლიგა ჩემი მთავარი ოცნება იყო და შემპირდა, რომ ამ ტიტულს ერთად მოვიგებდით.

სიმართლე გითხრათ, ჟოზეს ყველგან წავყვებოდი, ნებისმიერ სხვა გუნდში, მაგრამ არა ინტერში და ამიტომ, ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვით. 2010 წელს, მოურინიოს ინტერმა მართლაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა", - განაცხადა პაველ ნედვედმა.

კომენტარები

ბოლო ამბები