Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლები - France Football-მა ზიდანის შედევრი გამოარჩია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • France Football-მა ჩემპიონთა ლიგის 50 საუკეთესო გოლი დაასახელა
  • რეიტინგში პირველ ადგილზე ზინედინ ზიდანის შედევრი გავიდა
  • ტოპსამეულში კრიშტიანო რონალდოს მაკრეტელაც მოხვდა

ფრანგულმა გამოცემა France Football-მა ჩემპიონთა ლიგის 50 საუკეთესო გოლი დაასახელა, რომლებიც ტურნირში 1992-2020 წლებში გავიდა.  

გამოცემამ პირველი ადგილი ზინედინ ზიდანის მიერ 2001/02 წლების სეზონში გატანილ გოლს მიანიჭა. რეალისა და ლევერკუზენის ფინალურ შეხვედრაში მადრიდელთა ფრანგმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა და თავის გუნდს ანგარიშით 2:1 გაამარჯვებინა. შედეგად, რეალმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა.

📺 ზიდანის გოლი ლევერკუზენის კარში

რეიტინგში მეორე ადგილზე მაურო ბრეშანის გოლი გავიდა, რომელიც ფიორენტინას ყოფილმა ნახევარმცველმა ბარსელონას კარში გაიტანა. იტალიელმა თავი 1999/00 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში გამოიჩინა. ბრეშანი კატალონიელთა საჯარიმოს გარეთ იმყოფებოდა და მაკრატელა დარტყმით შეაგდო. ის შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

📺 ბრეშანის გოლი ბარსელონასთან

სამეულში მოხვდა კრიშტიანო რონალდოს "მაკრატელაც", რომელიც მადრიდის რეალში მოთამაშე ვარსკვლავმა თავის მომავალ გუნდს - ტურინის იუვენტუსს გაუტანა. 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის პირველი მატჩი რეალმა ანგარიშით 3:0 მოიგო, მოგვიანებით, 2018 წლის ზაფხულში კი კრიშტიანო იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა.

📺 რონალდოს გოლი იუვეს კარში

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები