Thumbnail
  • კომპანი ლიდერია და ერთი-ერთზე თამაში ეხერხება
  • ვან დაიკი პოზიციას ძალიან კარგად არჩევს

ვირჯილ ვან დაიკი ბოლო ორი სეზონია არამხოლოდ პრემიერლიგის, ალბათ მსოფლიო საუკეთესო მცველად მიიჩნევა. სულ რამდენიმე წლის წინ ინგლისურ ფეხბურთში საუკეთესო მცველად სიტის კაპიტანი ვენსან კომპანი მიიჩნეოდა. ამ წყვილს პრემიერლიგაში ერთმანეთის წინააღმდეგ რამდენიმე თამაშიც აქვს ჩატარებული, ჯერ კიდევ, მაშინ, როდესა ვან დაიკი საუთჰემპტონში თამაშობდა.

ჯეიმს მილნერი ორივე მათგანის თამაშს კარგად იცნობს - ის ჯერ სიტიში იყო კომპანისთან ერთად, ახლა კი ლივერპულში ვან დაიკის თანაგუნდელია. სწორედ ამიტომაც, როდესაც ის გარი ნევილის შოუში მიიწვიეს, ამ მცველების შედარება სთხოვეს. მილნერმაც ორივე მათგანი დაახასიათა და მათ ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.

მილნერი: "კომპანი ფანტასტიური ფეხბურთელია, თუმცა ბევრი ტრავმა ჰქონდა. ერთი-ერთზე მაგრად თამაშობს და ძალიან მაგარი ლიდერი და კაპიტანია. ვირჯილი ცოტა განსხვავებულია - უფრო როლს-როისს ჰგავს. ვარდნას იშვიათად ასრულებს, რადგან პოზიციას ძალიან კარგად ირჩევს. შეტევის დაწყება და დიაგონალური გრძელი პასები ეხერხება".

კომენტარები

ბოლო ამბები