Thumbnail
  • პორტუგალიელი ფორვარდი მადეირაზეა, მისი თვითმფრინავი კი - მადრიდში
  • კრიშტიანოს ტურინში ჩასვლა აგვიანდება, სადაც ამ დღეებში უნდა დაბრუნდეს

იტალიური კლუბები მოთამაშეების შეკრებას იწყებენ. ყველაზე რთული სიტუაცია ტურინის იუვენტუსს აქვს, რომლის ერთდროულად 9 მოთამაშემ იტალია დატოვა და ახლა ფრენის არარსებობის პირობებში, ტურინელებს მათ დაბრუნებაზე ზრუნვა უწევთ.

ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე კრიშტიანო რონალდოა, რომელიც ამჟამად კუნძულ მადეირაზეა, მისი პირადი თვითმფრინავი კი მადრიდშია ბაზირებული და ადგილობრივი სამსახურები ფრენების აკრძალვის გამო, უფლებას არ აძლევენ, რომ ესპანეთის საზღვრები დატოვოს.

იტალიური პრესის ცნობით, რონალდო თავის თვითმფრინავს მადეირაში ელოდება. ფლაითრადარის მონაცემების მიხედვით, გუშინ საღამოს G200 Galaxy-ს მოდელის თვითმფრინავმა მადრიდის აეროპორტი დატოვა. თუკი ეს კრიშტიანოს თვითმფრინავია, მაშინ მას უახლოეს დღეებში ტურინში უნდა ველოდოთ და 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ, ის გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.

კომენტარები

ბოლო ამბები