Thumbnail

ზუსტად 15 წლის წინ - გარსიას 'ფანტომ გოლით' ლივერპული ლიგის ფინალში გავიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გოლი, რომელიც არავინ იცის იყო თუ არა გოლი
  • ლუის გარსიამ 2005 წელს ჩელსის 'ფანტომ გოლი' გაუტანა

ჟოზე მოურინიოს და რაფაელ ბენიტესის ევროპული ბატალიები, პრემიერლიგისგან განსხვავებული გახლდათ. თუ შიდა ჩემპიონატში უპირატესობა ჟოზეს ჰქონდა, ბენიტესმა პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგის 2 ნახევარფინალი მოუგო.

პირველად ჩელსი და ლივერპული ლიგის ნახევარფინალში 2004-05 წლებში შეხვდნენ, სტემფორდ ბრიჯზე მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი ენფილდზე მერსისაიდელების გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

თუმცა გარსიას გოლი იყო თუ არა გოლი, დღემდე არავინ იცის და ისტორიაში 'ფანტომ გოლის' სახელით არის შესული. ლივერპულმა ჩელსი ლიგის ნახევარფინალში კიდევ ერთხელ 2006-07 წლების სეზონში დაამარცხა, ამჯერად პენალტების სერიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები