Thumbnail
  • მამუკა გორგოძეს პროფესიონალურ კარიერაში 70-ზე მეტი ლელო აქვს
  • რაგბის ქართველი ლეგენდის ეს 5 ლელო განსაკუთრებულია

ქართული რაგბის ლეგენდამ მამუკა გორგოძემ კარიერა დაასრულა. მის რაგბიდან წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა კი მას სპეციალური ვიდეო მიუძღვნა. გორგოძეს კარიერაში 70-ზე მეტი ლელო აქვს დადებული. გთავაზობთ ქართველი ლეგენდის 5 საუკეთესო ლელოს.

საქართველო VS რუმინეთი [2011]

2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი რუმინეთის ნაკრების დამარცხება იყო. ''ბორჯღალოსნებმა'' მეტოქეს 25:9 მოუგეს. გორგოძემ მატჩის ერთადერთი ლელო 56-ე წუთზე დადო, რითაც საქართველომ იმ მომენტში 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მატჩიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

ინგლისი VS ბარბაროსები [2014]

'ბარბაროსებში' მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს იძახებენ და ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. სარაგბო ტრადიციების მიმდევარი 'ბარბაროსები' მუდამ ლაღი და ლამაზი რაგბის თამაშით გამოირჩევიან. გორგოძემ 'ბარბაროსების' ფორმა 2014 წელს მოირგო და ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ლელოც დადო. აღსანიშნავია, რომ 'ბარბაროსებში' 8 ქართველს უთამაშია, თუმცა ლელო მხოლოდ მამუკა გორგოძეს აქვს დადებული.

საქართველო VS ტონგა [2015]

საქართველოს ნაკრებისთვის 2015 წლის მსოფლიო თასი ისტორიული გამოდგა, რადგანაც ''ბორჯღალოსნებმა'' მსოფლიოზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გორგოძემ ქართველების პირველი ლელო დადო და ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ მის კარიერაში პირველ ადგილზე ტონგასთან 2015 წლის მსოფლიო თასზე გამარჯვებას აყენებს.

საქართველო VS ნამიბია [2015]

ტონგასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მომდევნო მსოფლიო თასზე ადგილის განაღდებისთვის ნამიბიელთა დამარცხება სჭირდებოდა. გორგოძემ ამ მატჩშიც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და გადამწყვეტ მომენტში უმნიშვნელოვანესი ლელო დადო, რის შემდეგაც საქართველომ მეტოქის გატეხვა მოახერხა და შეხვედრაც ''ბორჯღალოსანთა გამარჯვებით დასრულდა.

რასინგი 29:21 ტულონი [2016]

მამუკა გორგოძე 2016 წელს ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოს იყო. მან ტოპ 14-ის ფინალში ლელოც დადო, თუმცა რასინგმა ტულონის დამარცხება მაინც მოახერხა. იმ ფინალში სამმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა: მამუკა გორგოძემ, ლევან ჩილაჩავამ და კონსტანტინე მიქაუტაძემ.

📺 ვიდეო: მამუკა გორგოძის კარიერის TOP 5 ლელო

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები