Thumbnail

‘ქუჩაში ცხოვრება ადვილი არ იყო, ვმათხოვრობდი!’ - ევრამ მძიმე ბავშვობა გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პატრის ევრამ ინტერვიუში ცხოვრების ურთულესი პერიოდი გაიხსენა
  • ფრანგი ამბობს, რომ არ დარდობს და არაფერს შეცვლიდა

საფრანგთის ნაკრების, მანჩესტერ იუნაიტედის და იუვენტუსის ყოფილმა მარცხენა მცველმა პატრის ევრამ ‘მირორთან’ ინტერვიუში მძიმე ბავშვობა გაიხსენა.

“რთული ბავშვობა მქონდა. ბევრი და-ძმა მყავდა და ქუჩაში ცხოვრება ადვილი არ იყო. მახსოვს, ჩემი ძმა დომინიკი მაკდონალდსში მუშაობდა, მე კი მასთან მივდიოდი ხოლმე და შესვენების დროს თავის საჭმელს მაძლევდა. არც იმის აღიარების მეშინია, რომ ვმათხოვრობდი კიდეც. ვიდექი მაღაზიებთან და ხალხს ფულს ვთხოვდი. ზოგი მაძლევდა, ზოგი - არა. ფული მხოლოდ იმისთვის მინდოდა, რომ ბუტერბროტი მეყიდა,” - განაცხადა ევრამ ინტერვიუში.

'მე არ ვარ მსხვერპლი და არ ვდარდობ. არ მინდა, რომ ხალხს იმის გამო ვუყვარდე, რომ ამას ვყვები'

38 წლის ფრანგს ის დრო მაინც კარგად ახსენდება: “ძალიან რთული, მაგრამ მაინც ბედნიერი დრო იყო. თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი. არაფერს შევცვლიდი, ყველაფერს ისე დავტოვებდი, როგორც იყო, რადგან სწორედ ამ ყველაფერმა მაქცია ადამიანად, როგორიც ვარ. ვიღაცები ჩემში მხოლოდ სუპერვარსკვლავს ხედავენ, მაგრამ სინამდვილეში, ქუჩაში ბევრი რამ ვისწავლე. ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ ძლიერი ვყოფილიყავი. მე არ ვარ მსხვერპლი და არ ვდარდობ. არ მინდა, რომ ხალხს იმის გამო ვუყვარდე, რომ ამას ვყვები. უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. მინდა, ბავშვებს მოტივაცია მოვუმატო და ვეუბნები, რაც უნდა მოხდეს, არ დანებდნენ. თუ საკუთარი თავის გჯერა, ყველაფერს შეძლებ. ეს არის და ეს,” - უთხრა ევრამ “მირორს”.

სერ ალექს ფერგიუსონი და პატრის ევრა

პატრის ევრამ კარიერის საუკეთესო წლები მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა, სადაც 2006-დან 2014 წლამდე თამაშობდა და 273 მატჩი ჩაატარა. მერე იყო იუვენტუსი, სადაც 53 შეხვედრა გამართა. ევრამ მარსელსა და ვესტ ჰემშიც ითამაშა, საფეხბურთო სამყარომ კი იგი ნიცადან და მონაკოდან გაიცნო. საფრანგეთის ნაკრებში ევრას 81 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები