Thumbnail

‘მანჩინის მსგავსად არავის დავუმცირებივარ’ – ფიგუს ტკივილიანი აღიარება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘მაიძულებდა 85 წუთი გავხურებულიყავი და მინდორზე 3 წუთი შევყავდი’
  • პორტუგალიელი ფეხბურთელი ინტერში 2005-09 წლებში თამაშობდა

პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ მილანის ინტერში გატარებულ პერიოდს გამოეხმაურა და იტალიური კლუბის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მკაცრად გააკრიტიკა.

“მანჩინი ინტერში ისე მამცირებდა, როგორც არავინ ჩემი კარიერის განმავლობაში. მილანში ძალიან ვწვალობდი. 20 წლის კი აღარ ვიყავი, 34-35 წლის ასაკში ვთამაშობდი და ისეთ მომენტებს ვაწყდებოდი, რაც ძალიან არ მომწონდა. საქმე ის არ ყოფილა, რამდენ დროს მაძლევდნენ, უბრალოდ, მწვრთნელის ჩემდამი დამოკიდებულება მაცოფებდა. ზოგჯერ ის მაიძულებდა 85 წუთი გავხურებულიყავი და შემდეგ, მინდორზე 3 წუთი შევყავდი. ეს, არანორმალური რამ იყო”.

ცნობისთვის, ფიგუ ინტერში კარიერის მიწურულს, 2005-09 წლებში თამაშობდა და იტალიის სერია A-ს 4-გზის ჩემპიონია, მანამდე კი, სპორტინგის (1989-1995), ბარსელონასა (1995-2000) და მადრიდის რეალის (2000-05) ღირსებას იცავდა. მას პორტუგალიის ნაკრებში 127 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები